|
2018-02-19 12:25:15, 1609 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: რუსული პროპაგანდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ზიანის მიყენებაზე მუშაობს
„საქართველოს პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი ეცდება, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა. ,,ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ევროკავსირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმისათვის, რომ რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად. შესაბამისად, ვესაუბროთ მეტი ჩვენს გარშემო მყოფებს, იმ სიკეთეებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ეს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მსგავსი რისკი არ არსებობს. „მაგრამ ზოგადად, ყოველთვის როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში კრიმინალთან დაკაშირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციიის წარმომავლობის წყაროს. მათ შორის, ეს არ ეხება ყოველთვის, ყველა ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს დიდი, პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომლითაც სულაც არ არის ბედნიერი ჩვენი მეზობელი. თითოეული ინფორმაციის წარმომავლობას უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბარალოდ არ შეიძლება", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)