|
2018-02-17 13:37:18, 1223 ნახვა
რეგიონი
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა
სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. "საქართველოს რკინიგზამ" მატარებელში მყოფ ყველა მგზავრს ბილეთის საფასური სრულად დაუფარა. "მოძრაობა აღდგენილია. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. ჩვენ ყველა მგზავრს, რომელიც მატარებელში იმყოფებოდა სრულად დავუფარეთ სამგზავრო ბილეთის საფასური. მატარებლის გასწორებას დაახლოებით 1 საათამდე დრო დასჭირდა, ამიტომ ჩვენ მგზავრებს შევთავაზეთ სხვა ტრანსპორტით გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე. ყველა მგზავრი მივიყვანეთ. ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის. მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე შესაბამისი სამსახური მუშაობს", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)