01:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 22:31:01, 2255 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია).

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ათამდე ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

ავტოავარიის გამო გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics