11:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:43:52, 1576 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მე-7 მ/რ-ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოადგილესთან ლევან ნაროუშვილთან ერთად  გაეცნო. 

„გლდანის რაიონში, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოებს აქტიურად ვიწყებთ. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, დავიწყეთ ღია კალათბურთის მოედნის მოწყობა, სადაც ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

კობახიძის ქუჩაზე, რეაბილიტაციის შედეგად, 1600 კვ.მ ფართობის გზა განახლდება - მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

ამასთანავე, პირველი მ/რ-ის N20 ა კორპუსის მიმდებარედ, 1400 კვ.მ-ზე ღია კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის განახლება დაიწყო.  აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics