00:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:41:26, 1678 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელს სხდომაზე  ცვლილებათა პაკეტი  დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება. მინისტრის განმარტებით, მას ორი უმთავრესი ფუნქცია ექნება:

„პირველი ესაა სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება- წამება, წამების მუქარა, არადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობა და კიდევ რამდენიმე დანაშაული. მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ზუსტად ის ფუნქციები, რასაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახროციელებს. ეს ორი მიმართულება იქნება შეთავსებული და გამოირიცხება ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ბოლომდე შესრულებული იქნება ვალდებულება, რაც ასოცირების შეთანხმებით  ავიღეთ“, - აცხადებს წულუკიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics