|
2018-02-14 19:20:30, 1967 ნახვა
საზოგადოება
„ყასაბი სახელმწიფო - მესაფლავე ბიზნესი“ - შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ყასაბი სახელმწიფო - მესაფლავე ბიზნესი“ - „აუდიტორია 115“ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორსპუსთან არიან შეკრებილი, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა. "2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციაში 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“. ამავე მოთხოვნით აქცია ბათუმშიც იმართება. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)