21:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 13:26:32, 668 ნახვა

რეგიონი
თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის აშენების შედეგად 7 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდა

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის  აშენების შედეგად,  7 ათასი  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის  ფართობი   გახდება წყალუზრუნველყოფილი.      

კასპის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 

ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ. სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 
შეხვედრას საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღავნელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„თეძამის წყალსაცავის მოწყობით  შიდა ქართლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება.  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.

პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა  კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ  წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის  არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. 

წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროექტის განხორციელების შედეგად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  

მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics