|
2018-02-13 17:52:05, 1755 ნახვა
სხვადასხვა
ხმაური ერევნის მერიაში - მერს აყროლებული წყალი გადაასხეს, ქალი დეპუტატი კი, სცემეს (ვიდეო)
ერევნის მერიაში გამართულ სხდომაზე მმართველი გუნდის (რესპუბლიკური პარტიის) წევრებმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მარინა ხაჩატრიანი სცემეს, - ამის შესახებ News.am იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ ნუბარაშენის რაიონში აღებული წყლის ნიმუში მიიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, ნუბარაშენის რაიონში წყლის რეზერვუარის გამო, უსიამოვნო სუნი დგას. მედიის ცნობით, ოპოზიციონერმა, მარინა ხაჩატრიანმა წყლის სინჯი მერს მიაწოდა. ამ დროს მასთან მმართველი პარტიის წევრები მივიდნენ და სინჯის წართმევა სცადეს. საბოლოოდ წყალი მერის მაგიდაზე დაიღვარა. ამის შემდეგ, "რესპუბლიკელებმა" ოპოზიციონერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპისირპირების ამსახველი ვიდეო მასალა მედიაში მალევე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მმართველი გუნდის წევრები მარინა ხაჩატრიანს დარბაზიდან მიათრევენ და პერიოდულად თავში ურტყამენ. დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, ხოლო დაცვამ ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მისული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)