05:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 09:41:14, 1604 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის (WB)  სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს ტუკა კასტრენს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  სატყეო სექტორში მმართველობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. ტუკა კასტრენმა მინისტრის მოადგილეს  სატყეო მიმართულებით მსოფლიო ბანკის პოზიცია და პერსპექტივები  გააცნო. მისივე განცხადებით  არსებობს შესაძლებლობები ამ სფეროში ახალი პროგრამების ინიცირებისა და განხორციელებისთვის. 

2013-2017 წლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, რომელიც მიზნად ისახავდა ტყის მდგრადი მართვისა და დაცვის ხელშეწყობას.  პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო სატყეო კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესება, ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაციის ხელშეწყობა, სატყეო-სადემონსტრაციო კვლევები და შესაძლებლობების გაძლიერება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics