21:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 23:24:12, 1641 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის ვარშავაში კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს. ამის შესახებ სააკაშვილმა "კურიერს" განუცხადა. 

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტა, ის  იარაღის დამიზნებით, ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს.

„ჩემს რეადმისიით პოლონეთში გაშვებას იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე. რა უნდა ამ კაცს, ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ოლიგარქების წინააღმდეგ. 

„მე გავაგრძელებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინაშიც. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს, ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის უკვე პოლონეთიდან იბრძოლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics