21:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:47:10, 720 ნახვა

რეგიონი
სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წლის 19 მარტს დაიწყო.  პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტული ღონისძიებების" ფარგლებში განხორციელდა.   სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაპოტი 2012" განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 107577 ლარი შეადგინა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.

,,სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უცხოში სადაც რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დავათვალიერეთ. ბაღში 30 ბავშვი ისწავლის. 110 ათას ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტში. პირველ სართულზე ასევე იქნება სოფლის კლუბი. ეს წარმატებული პროექტი ხელს შეუწყობს მთის განვითარებას. ჩვენი მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მასიური მიგრაცია მთიდან. სწორედ მთის კანონი რომელიც მუშაობს აქ, ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს  მთაში მცხოვრები ადამიანების დასაქმებას და  განვითარებას მთის, არის მთავარი სტრატეგია ჩვენი ხელისუფლების"- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics