22:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 16:15:13, 1648 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები დამნაშავედ სცნო და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ.გ. და მ.კ., ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლის მიზნით ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და დანებით ჯ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, ხოლო მას შემდგომ, რაც განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'', და ,,გ'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) და დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics