|
2018-02-12 13:57:33, 1535 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. 2017 წლის მთავარ წარმატებად მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამისთვის ამ კომპონენტის დამატება დაასახელა. მინისტრის განცახდებით, მთავარ პრიორიტეტად, კლინიკური მოვლისა და მედიკამენტების ხარისხის მიმართულებით, კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია განისაზღვრება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს შორის, ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლა დაასახელა. უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას, სისტემის სრულყოფისთვის, მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. შრომის უსაფრთხოების საკითხები, სფეროს მართვის იერარქია და შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები იყო ის ძირითადი საკითხები, რის შესახებაც გამოსვლის დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოხსენების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)