03:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 12:43:31, 1518 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამას ნერგავს

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის  ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარება.

პროგრამის გამართულად მუშაობის მონიტორინგის მიზნით საქართველოს ფოსტას ეწვია მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ლორან მიულერი. მან ადგილზე შეისწავლა პროგრამის მუშაობა და მაღალი შეფასება მისცა განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე დადებითად შეაფასა სატესტო რეჟიმში პარტნიორებთან მუშაობის პროცესი. ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით.

სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად საქართველოს ფოსტა აღნიშნული პროექტის ამოქმედებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.

წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა ამ ეტაპზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგულაციების შესაბამისად, 2020 წლისთვის სრულად მოხდება მისი იმპლემენტაცია მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრ ქვეყანაში.

საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება, თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს  საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics