|
2018-02-08 22:20:28, 1778 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე და წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხში უკვე დაიწყო. მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი“ განახორციელებს. სტადიონებზე შეიცვლება ღობეები, ბალახის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. „ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვებისა და უფროსებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. 2016-2017 წლებში, ვაკის რაიონში, 45-მდე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განვახორციელეთ. 2018 წლის პირველ კვარტალში კი, ექვსი სპორტული მოედნის სრული აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში, ასევე იგეგმება ერთი ახალი სტადიონის მოწყობა“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ექვსი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 264 000 ლარი გამოიყოფა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)