14:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 20:43:05, 904 ნახვა

რეგიონი
ჭიათურაში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ჭიათურის მერიის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო.

ხანძრის სრული ლოკალიზება დაახლოებით სამ საათში ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურების ერთობლივი მუშობის შედეგად მოხერხდა. მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

ადგილზე ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე იმყოფებოდა. იგი კორპუსის მაცხოვრებლებს პირადად გაესაუბრა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ ეტაპზე კი, დროებით საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics