08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 17:41:49, 1830 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი სტუმრობს. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ესტონეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს.

ლევან იზორიამ კოლეგას ესტონეთის დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ეროვნული გვარდიისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კუთხით ესტონეთის გამოცდილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა. იური ლუიკის განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ესტონეთსაც საქართველოს მსგავსი თავდაცვის მოდელი აქვს პროფესიულ და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში.

შეხვედრის შემდეგ, იური ლიუკმა და ლევან იზორიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე კი, მინისტრებმა ხელი თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშრომლობის გეგმის მიხედვით ესტონეთი სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრას გამართავს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics