21:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 14:42:17, 2021 ნახვა

სამართალი
ავსტრიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ავსტრიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Krone.at იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  39 წლის მამაკაცი გასული წლის ივნისში, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით, 60 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცა.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე როდესაც მოსამართლე ძარცვის მოტივით დაინტერესდა, მოქალაქემ აღნიშნა, რომ მას საქართველოში ვალები ჰქონდა დასაფარი და ასევე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა სურდა.

"ვაპირები ძვირფასეულობის გაყიდვას ვენაში. ნივთების შეძენას  ნარკოტიკებით მოვაჭრე აპირებდა, სანაცვლოდ კი ფულს და მეტადონს მთავაზობდა", - დასძინა საქართველოს მოქალაქემ სასამართლო პროცესზე.

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ორმა პირმა მსჯავდებულს ვენასა და გრაცში ტავშესაფარი მისცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics