06:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 14:28:44, 441 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ აქცია–მარათონს „არ ვენდობი NDI და IRI-ს“ იწყებს

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI –სა და IRI–ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს. 
როგორც ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მაისის ბოლოდან „პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზულ აქცია–მარათონს „არ ვენდობი NDI და IRI-ს“  იწყებს. 
„ეს იქნება არა მარტო გამოკითხვა, არამედ მძლავრი საინფორმაციო კამპანია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, მთელმა საქართველომ საჯაროდ გამოუცხადოს უნდობლობა ამ ორგანიზაციებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ეს სიცრუის მანქანა. ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას კონკრეტულ სქემას, რომელიც დაგვეხმარება სიცრუის დამარცხებაში“, – აღნიშნა ინაშვილმა.

შეგახსენებთ NDI-ს ბოლო კვლევით, ირმა ინაშვილმა მოწონების 26 პროცენტი მიიღო ხოლო პარტიამ 4 პროცენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics