|
2018-02-07 20:27:11, 1709 ნახვა
საზოგადოება
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პირი, რომელიც დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხა, სავარაუდოდ, დაჭრილია
პირი, რომელიც მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხა სავარაუდოდ დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. სისხლის კვალი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის კამერამ დააფიქსირა.დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირმა ტერიტორია სავარაუდოდ დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა. აღსანიშნავია, რომ გუგეშაშვილის ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა. "ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხოლო ხელში მოლურჯო გამჭვირვალე პარკი ეჭირა. ერთი ადამიანი იყო. სროლის ხმა არ გამიგია. ერთადერთი ყვირილი მესმოდა: მიშველეთ, მომიკლეს შვილი. დოდო ფეხშველა ჩამოვიდა მე-13 სართულიდან მე-11-ზე. სულ სისხლიანი იყო. ამ მამაკაცმა კიბეებზე ჩამოირბინა და გაიქცა. შუა ხნის, საშუალო აღნაგობის მამაკაცი იყო", - განაცხადა მეზობელმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)