20:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 17:22:55, 1864 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მამალაძეს პროკურატურაში პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე საკუთარ საბოლოო სიტყვაში დეკანოზმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება, რა შემოთავაზება მიიღო დაკავების დღეს და საერთოდ ვინ მოაწყო მის წინააღმდეგ საქმე. რამიშვილის განმარტებით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

"მსჯავრდებულმა დეკანოზმა ისაუბრა, ვისგან და რისთვის განხორციელდა ეს ყველაფერი.ნათლად მოუყვა სასამართლოს,  როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება.რა შემოთავაზება  ჰქონდა პროკურატურისგან დაკავების დღესვე. სთხოვდნენ პროკურატურაში დაკავების დღეს  ეღიარებინა პატრიარქის ვითომდა  მკვლელობის მომზადება და სანაცვლოდ რას მიიღებდა და გარკვეული სასულიერო პირების ე.წ.  თანამზრახველებად დასახელებას.მან ისინი  გაისტუმრა უარით. ამავდროულად, მოუწოდა სასამართლოს გაითვალისწინონ ყველაფერი და გააზრებულად  მიიღონ გადაწყვეტილება",-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მათ განაჩენის გამოსაცხადებლად. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს წინასწარ ეცნობებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics