21:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 14:16:47, 1836 ნახვა

სამართალი
მეზობლის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის შვილს თავის არეში სავარაუდოდ, 5 ტყვია აქვს მოხვედრილი

მეზობლის ინფორმაციით, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის შვილს თავის არეში სავარაუდოდ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც მეზობელმა აღნიშნა, თავდასხმის დროს კორპუსს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მანვე დასძინა, რომ დაჭრილმა გუგეშაშვილმა მე-11 სართულამდე ჩასვლა მოახერხა, რის შემდეგაც წაიქცა.

"ექიმები ამბობენ, რომ შვილს თავი აქვს ახდილი. სროლის შემდეგ როდესაც ავედით მე-13 სართულზე, სადაც დოდო ცხოვრობს, ვნახეთ დაცლილი ტყვიები, გილზები ეყარა. მაგ დროს მოხდა ისე, რომ ელექტროენერგია ჩვენ კორპუსს არ მიეწოდებოდა. ამასობაში წივილ-კივილიც ატყდა - ქალი ყვიროდა: მიშველეთ, მიშველეთ. თავიდან გვეგონა, რომ ვინმეს ბავშვი გაიჭედა ლიფტში, თუმცა ეს დოდო იყო. თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-11 სართულზე და იქ წაიქცა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics