|
2018-02-07 13:15:29, 2024 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ" და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)