00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 19:53:02, 1886 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა

"საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ამ თემაზე ორიენტირებული გამოწრთობილი მასმედია, ჟურნალისტთა კორპუსი, რომელმაც ზუსტად იცის სად დაინახოს ამა თუ იმ საკითხის სისუსტე და სირთულე, ასევე, როგორ მოახდინოს საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაცია.

"როდესაც საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, ხარისხობრივად ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა საქართველოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე.

ეს არის ის ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. ნამდვილად, ქართული საზოგადოება, მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტრატეგიული დისკუსია  "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics