00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:41:23, 1572 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის გამოკვლევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100% -ის შეძენის წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „სილქნეტმა“ და შპს „ჯეოსელმა“, სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით, ერთობლივი განცხადებით მიმდინარე წლის 29 იანვარს მიმართეს. 

„გამომდინარე იქიდან, რომ ტრანზაქციაში მონაწილე ორივე ეკონომიკური აგენტი ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს წარმოადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ, როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, 6 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კვლევის პროცესში კომისია ავტორიზებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვს. კომისიაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შემთხვევაში, კომპანიებისთვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია მაქსიმუმ სამი თვის ვადაში მიიღებს“, - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკითხის ზეპირი მოსმენა 2018 წლის 6 მარტს, 15.00 საათზე გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics