20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 13:27:50, 1813 ნახვა

სამართალი
სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ჩაბუქის ოჯახის წევრები, დემირელის კოლეჯის პედაგოგები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე წარადგენს მყარ მტკიცებულებებს, რომელიც ასაბუთებს, რომ მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში ესქსტრადიცია დაუშვებელია, ვინაიდან მას იქ წამება მოელის.

ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის პოზიციას მაინც გაიზიარებას, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„დღევანდელ პროცესზე თავდაპირველად სასამართლოც და ჩვენც მოვისმენთ პროკურატურის შუამდგომლობას, შემდეგ მოვითხოვთ გონივრულ ვადას შუამდგომლობის გასაცნობად, ვინაიდან ის ჯერ არ გადმოგვცემია. შემდეგ ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი  მოსაზრება თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობა. ასევე ვაპირებთ სასამართლოს განვუმარტოთ, მრავალრიცხვოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებელის, Human Rights Watch ის „ამნესტი ინტერნეიშენალის“, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე, რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში, რომ შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომ ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და პარალელურად, ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებული იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერდეს საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics