|
2018-02-06 12:30:36, 1846 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა, სადაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა. მიწვევის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობის და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ. სხდომას ოპოზიციიდან 7 დეპუტატი და მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული 2 მოქალაქე დაესწრო. „გამოდიან აქ გადაპრანჭულები და დავარცხნილები და შარვალ-კოსტუმით აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ. უკაცრავად, ეს არის თქვენი ვალდებულება. უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან თბილისელების მიერ არჩეულები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ოპონენტების მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს: „კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ჩვენც და უმრავლესობის წევრებმაც ძალიან მწვავე კითხვები დავსვით. ამ განხილვაში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ქონდათ, კითხვები დაესვათ და მერიის მაღალჩინოსნებმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა, ასევე თბილისის ვიცე-მერმა ამ კითხვებს პასუხები გასცეს. კომისიების ფორმატში საკითხის დეტალურად განხილვის მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკითხის განხილვის ნაცვლად, წარმოდგენის მოწყობის სურვილი ჰქონდა“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. შეგახსენებთ, 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)