00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 19:32:14, 1686 ნახვა

საზოგადოება
საბავშვო ბაღების სამუშაო საათების 20:00 საათამდე გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონულ შეხვედრებს იწყებს.

პირველი დისკუსია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების შესახებ ისნის რაიონში გაიმართა.

შეხვედრას N37-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და მას რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ძირითადად, სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასა და ახალი პროექტების ინიცირებას ეხებოდა.

მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაღებში მისი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად, სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაციონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია.

მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics