20:48 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 18:50:54, 1802 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: ჩაბუქის ექსტრადირება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე, პროკურატურის მიერ, საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  ჩაბუქის ექსტრადირება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება:

„შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პირის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. მაღალია რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას.თურქეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალური წვდომის უფლება, ასევე ვერ სარგებლობენ მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები ასევე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიებიც არ პასუხობენ იმ საერთაშორისო სამართლებრივ  სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ,  2017 წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის ხელისუფლება ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics