|
2018-02-05 18:07:28, 1714 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენის აპარატს „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონპროექტის განხილვის საკითხს ეხმაურება. ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები და მათ საშუალება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში,დააფიქსირონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. „აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მიმდინარე განხილვებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ასევე,გავმართეთ აქტიური კონსულტაციები საქართველოში მოქმედ ბიზნეს- ასოციაციებთან. ბიზნეს-სექტორი მიესალმება და მხარს უჭერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალი სტანდარტის პროდუქციის, თუ სერვისების წარმოებასუკავშირდება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს.თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ბიზნესის და ბიზნესის სფეროში დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია - ცხადი რეგულაციების შემუშავების,გაურკვევლობებისა და ბიზნესის საქმიანობის რაიმე სახით ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით“,-აღნიშნულია განცხადებაში. ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს შემდეგი რეკომენდაციები: „სანქციების ოდენობა - სანქციების ოდენობა და კომბინაცია უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, რაც ხელს შეუწყობს კანონპროექტის ეფექტურობას. სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს. კანონის ამოქმედების ვადები - კანონპროექტის, ისევე როგორც მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების ამოქმედების ვადები უნდა განისაზღვროს გონივრულად, რათა ბიზნესს მიეცეს ადეკვატური დრო გაეცნოს ახალ რეგულაციებს/რეგლამენტებს და თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ვალდებულებებთან.რა თქმა უნდა გასათვალისწინელებელია მძიმე, მავნე, საშიში და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებთან მიმართებაში მისი სწრაფად ამოქმედების მნიშვნელობა. დამსაქმებლის და დასაქმებულის პასუხისმგებლობა - მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დასაქმებულის ბრალეულობით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) შემთხვევის დადგომისას, არ დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა. ადმინისტრირების და კანონის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა - დაზუსტებას მოითხოვს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა და დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება. მნიშვნელოვანია, კანონით განისაზღვროს რეგისტრაციას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ეს იქნება პირადი სახის მონაცემები. სახელმწიფოს თანამონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ დაგეგმარებაში - საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სიმცირის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პროფესიული გადამზადების კუთხით პროგრამების არსებობა, რათა რიგ საწარმოებს არ გაუჭირდეთ შიდა შრომის უსაფრთხოების სისტემის კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მზაობას, ფართო და გამჭირვალე სადისკუსიო ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)