00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 15:08:10, 1728 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა დევნილთა განსახლების ახალ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ბაზრის კვლევას როგორც დასრულებული (ექსპლოატაციაში მიღებული), ისე  მშენებარე  ბინების შესყიდვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.  

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება ყველა იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმოადგენს დაბალ ფასს და ბინების მოწოდებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს. ასევე, უპირატესობა მიენიჭება 2 და 3-ოთახიან ბინებს. რეაბილიტირებულ შენობების საკითხს კი სამინისტრო არ განიხილავს.

„განაცხადების მიღება  2018 წლის 25 იანვარს დაიწყო და ის  10 თებერვლამდე  გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია  აიტვირთა  სამინისტროს  ვებგვერდზე,   სამინისტრომ  მაინც მიმართა მენაშენეთა  ასოციაციას,  რომელიც  45-მდე სამშენებლო  კომპანიას აერთიანებს და მათგან არაერთი საინტერესო წინადადება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ  წარმოდგენილი ვადები იწურება, დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ  მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, გააქტიურდნენ და შემოიტანონ განაცხადები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მან ე.წ იპოთეკური სესხის დაფარვის წარმატებული პროექტის შესახებაც ისაუბრა.

„გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.  ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეიძლება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics