2018-02-05 11:35:38, 1711 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებში, როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, - ამის შესახებ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტშია აღნიშნული.
პროცესი თბილისიდან დაიწყება და საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს.
ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ცნობისთვის, კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ავტორი: ,