20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 10:16:58, 1817 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სასამართლოს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე მიმართა

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 17 საათზე,  ჩაბუქის ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26 იანვარს გამართული პროცესის შემდეგ, რა დროსაც სასამართლომ ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში  ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მედიასთან ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა.

 მისი  თქმით, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იუსტიციის მინისტრს დართოს ნება,  ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით, სარჩელს შეიტანენ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.

მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics