05:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:54:04, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს, ასევე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას აღნიშნული პროპრიტეტების მხარდასაჭერად.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების კოორდინატორთან საუბარი შეეხო იმ პროგრმებზე, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, რეგიონში.  ჩვენ შევეცადეთ, რომ გვესაუბრა იმ დახმარებებზე,  რომელსაც ასევე,  გამოყოფს ევროკავშირი,  რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ამ დახმარებებისერთმანეთზე გადადება. შესაბამისად, გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც  მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ინვესტიციებს,  მცირე, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics