|
2018-02-04 10:27:34, 1819 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადამიანებმა, ვისთან ერთადაც თვალთვალის მექანიზმს ვებრძოდით, მის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ გადადგეს ნაბიჯი
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადამიანებმა, ვისთან ერთადაც მოსმენების წინააღმდეგ იბრძოდა, გადადგეს ნაბიჯი თვალთვალის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ისაუბრა: „იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც ჩვენ ვამბობდით, რომ ნუ გვისმენ და მთელი საზოგადოება გავაერთიანეთ, უცებ გადადგეს ნაბიჯი უფრო ამ სისტემის გაძლიერებისკენ.თანაც იმ ფონზე, როცა არავის უთქვამს, ის ფარული ჩანაწერები ვინც გააკეთა, რომელიმე სისტემიდან გამოყვანიალია? არა. არავის უჩვენებია ეს ადამიანები.ხალხო, სისტემა, რომელიც თქვენ გისმენდათ, გითვალთვალებდათ, გაშანტაჟებდათ, ის ხალხი იქ აღარ მუშაობს- ეს არავის უთქვამს, არამედ მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თვალთვალის მექანიზმი. ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო, რადგან ჩვენ ერთად ვებრძოდით ამას.როგორც კი ოპოზიციაში არ არიან, ამბობენ, მომეცით შესაძლებლობა, მე ამას (მოსმენებს) ცუდად არ გამოვიყენებ. მოქალქეებს მინდა ვუთხრა, იმ პოლიტიკოსებსაც ოპოზიციაში კარგები რომ არიან და შემდეგ რომ ივიწყებენ,- არასდროს დათმოთ თავისუფლება, რადგან თქვენს მიერ დათმობილ თავისუფლებას, უკან უბრძოლველად არავინ გაგატანთ“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)