|
2018-02-02 20:24:00, 2331 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დაწყებისთანავე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელიც ხაბეიშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარის გამო გააკრიტიკა. "ეს არ არის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი. რეგლამენტის დარღვევით მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომა?", - მიმართა კითხვით ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს. პასუხად, გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რომ მან გადაწყვეტილება კანონის და რეგლამენტის დაცვით მიიღო. ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაციულად გადახია ის დებულება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს გადაუგზავნა და რომელიც სხდომის ჩატარებასა და ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტის განხილვას ეხებოდა დ სხდომა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)