07:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 19:06:11, 1668 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია მმართველი გუნდის განცხადებებზე: ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ იყოს მორჩილი

საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდის წევრების მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებად აფასებს.

"„ქართული ოცნებისა“ და მათი ხელმძღვანელების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებას, არა კონკრეტულად მარგველაშვილთან, არამედ ინსტიტუტის მიმართ. წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტს ზიანი მიაყენოს. დაწყებული იმით რომ გააუქმოს არჩევითობა, დამთავრებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინსიტუტის დასუსტების მცდელობით. ეს არის გამოვლინება ანტი-საპრეზიდენტო ინსტიტუტის გამოვლინებისა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ჩამოყალიბდა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდის ასეთი დამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილის მიმართ, მომავალი პრეზიდენტისადმი გაფრთხილებაა.

"ეს არის პრეზიდენტის მორიგი შანტაჟი, დაშინება, რომ მან არ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, თუნდაც შეწყალების ან ვეტოს უფლება. ეს არის მორიგი მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებისა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას, თავნებობას და პრეზიდენტმა არ უნდა შეუშალოს ხელი მათ არაკანონიერი პოლიტიკის წარმოებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics