07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:52:40, 1927 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს  პარლამენტში იბარებს.

როგორც  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჯანელიძემ „საზოგადოებას უნდა განუმარტოს თუ რატომ დგავს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდმავნებლურ ნაბიჯებს’’.

მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.  

,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთასშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა. 

გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოზიცია?! ევროპული საქართველო ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს რატომ დგავს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს  მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ", -  განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics