07:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 14:16:08, 1869 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: ვაზიანი თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა - ეს ჩვენში შეშფოთებას იწვევს

„ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.

კარასინმა, საქართველოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივასა და საქართველოსთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების გააქტიურებაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, ერთ-ერთ საკითხად, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის „შეთანხმებაც“ განიხილეს.

„შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების ფარგლებში. ის განსაკუთრებით მიმართულია ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განაცხადა კარასინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს  საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობას, კარასინმა განაცხადა, რომ  ნატოს გააქტიურება შეშფოთებას იწვევს არა მარტო რუსეთში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც.

„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გააქტიურებას საქართველოში. არ დავასახელებ ციფრებს, მაგრამ შესამჩნევად გაატიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესვლას ნატო-ში, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. ჩვენი მხრიდან რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააუარესონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics