|
2015-05-14 11:02:32, 2022 ნახვა
სხვადასხვა
ილია მეორე: ომი, რომ იწყებოდა არ ვიცოდი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იწყებოდა. ამის შესახებ ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. უწმინდესის თქმით, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მისთვის ეთქვათ. „ომი, რომ იწყებოდა არ ვიცოდი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და არ იცის პატრიარქმა“,-განაცხადა ილია მეორემ. ამასთან, ილია მეორემ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო ძალიან მძიმე. „მე მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში“,-განაცხადა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)