19:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 17:01:52, 1874 ნახვა

სამართალი
აუდიტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად,  სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას. უცნობია, სამეურვეო საბჭოს რომელ ყოფილ წევრზეა საუბარი და დააბრუნა თუ არა მან ეს თანხა.

ამასთან, აუდიტის სამსახურის  ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრულყოფილი ინვენტარიზაცია, არ არის გაფორმებული ინვენტარიზაციის შედეგებზე შესაბამისი აქტი.

ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 548,736 ლარის მოთხოვნები ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოიცავს:  203,416 ლარს - მოთხოვნებს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე;  9,462 ლარს - დანაკლისს გარდაცვლილ თანამშრომლებზე; 11,790 ლარს - დაუდგენელ ანგარიშვალდებულ პირებზე დანაკლისს.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია აღნიშნული ფიზიკური პირებიდან და ორგანიზაციებიდან თანხების ამოღების ან ჩამოწერის მიზნით, მის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნა, რაც ასევე მიუთითებს მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, აქტივების დანაკლისი, ასევე ნორმის ზემოთ მატერიალური მარაგების დანაკლისის ანაზღაურება დაეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, თუ დანაკლისი მათი ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული“,-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აქვე განმარტებულია, რომ  ინვენტარიზაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეკრებილი მასალები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს.

„2015 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 41,293 ლარის, ხოლო 2016 წელს - 2,819 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაკლისების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისათვის არ გადაგზავნილა“,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics