|
2018-02-01 13:04:56, 1084 ნახვა
რეგიონი
დიდთოვლობა აჭარაში - მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
აჭარაში ამინდის გაუარესების გამო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დილიდან ყველა მიმართულებით დაიწყო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. „შუახევის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, მაღალ ზონაში ერთ მეტრს გადააჭარბა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში.
ხულოში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბის წევრები და ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისების" თანამშრომლები. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ხულოს 50 სკოლიდან 33 სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ენერგო- პრო- ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა.
მეწყერები დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქობულაძეების უბანში, კუჭულაში, ვარჯანისში. აბუქედაში, ზვარეს ცენტრალურ გზაზე ორ ადგილას და სვანივრის უბანში განვითერებულმა მეწყერებმა კი ჩაკეტა საავტომობილო გზა. გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე მიმდინარეობს და შუადღისთვის საავტომობილო გზების გახსნას ვარაუდობენ. ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებს, სოფელ ნამონასტრევს, სილიბაურს და შევაბურს. ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ბათუმი-ახალცხის ცენტრალური საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე განვითარდა მცირე მეწყერები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია სპეც. ტექნიკა, უზრუნველყოფილია საწვავ-საპოხი მასალებით და სათადარიგო ნაწილებით. 5 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწემენდითი სამუშაოები თოვლის საფარისაგან“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
(NS)
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|









epn.ge (@expressnews.ge)