00:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 19:01:30, 1664 ნახვა

სხვადასხვა
ახალგაზრდა სენატორმა ჯო კენედიმ ტრამპის კონგრესში გამოსვლა გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას „დემოკრატიული პარტიის“ სენატრომა ჯო კენედიმ უპასუხა.

კენედიმ ტრამპის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მრავალი ქალაქი ემიგრანტებმა ააშენეს.

„ჩვენ ვნახეთ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოსული, რომლებიც მოითხოვენ სამართლიან და თანასწორ საიმიგრაციო პოლიტიკას“, - აღნიშნა კენედიმ.

სენატორმა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა.

„აშშ-ს პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მაგრამ ის არ დაეტყო ჩვეულებრივ ამერიკელებს, ამერიკელებს რომელიც ადმინისტრაციამ მიატოვა. გვეუბნებიან, რომ უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ არსად ჩანს დასაქმებული ადამიანების არმია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკელებზე არ ზრუნავს, მათი საზრუნავი სიმდიდრე, მათი სტატუსი და ცნობადობაა", - აღნიშნა სენატორმა.

ჯო კენედის თქმით, აშშ-ში ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად თავისი რელიგიური შეხედულებისა თუ ორიენტაციისა. 

ჯო კენედი 36 წლისაა. პრეზიდენტ ჯონ ფიჯერალდ კენედის ძმის, იუსტიციის მინისტრის ბობი კენედის შვილიშვილია.

ჯო კენედი მასაჩუსეტსის შტატიის სენატორია. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics