17:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 16:42:10, 1797 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია: შსს ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სხდომაზე ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ. ამ ბოლო თვეების განმავლობაში, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნებოდა ძალზედ მოსახერხებელი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და  ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ. კონსტიტუციონალური  და სტრუქტურული დამოუკიდებლობა მსგავსი ინსტიტუტის არის აბსოლუტურად მისაღები და ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა რომ მსგავსმა ინტიტუტმა ხელი შეუწყოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესების ხარისხობრივ გაუმჯობესებას,  ასევე, საზოგადოებასთან მაღალი ნდობის მოპოვებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით მსგავსი მექანიზმის შექმნას და ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ თანამშრომლობის მზადყოფნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  შსს-ს მზაობას  პრაქტიკაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

”შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და ჩვენ უფრო ადვილად შევძელით ყველაზე მისაღებ და აპრობირებულ მოდელზე შეჯერებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მზაობა და ნება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში იყოს ეფექტიანი და კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე.  მხოლოდ პროკურატურის მზაობა არ კმარა, იმისთვის რომ მოდელმა  პრაქტიკაში თავის ფუნქცია შეასრულოს და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ეს პაკეტი არის წარმოდგენილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

სხდომას იუსტიციის მინისტრი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics