07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 13:40:47, 2430 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.

„ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობა.

საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 1 იანვრამდე შეადგენდა 5793 ლარს (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით (დარიცხვით).

 მთავრობის აპარატის უფროსის ხელფასი (სარგო და დანამატი) 1 იანვრამდე იყო 3728 ლარი (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 3700 ლარით (დარიცხვით).

 გარდა ამისა, უშუალოდ მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 60 030 ლარით, რაც განაპირობა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ორი მრჩევლისა და ორი თანაშემწის, სულ 4 საშტატო ერთეულის შემცირებაზე.

 რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოხელეებს, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებს, განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში მოხდა სახელფასო სარგოს სახელფასო შკალასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათ მცირედით, მაგრამ გაეზარდათ ხელფასები.

 თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებსა თუ დანამატებზე.

 რაც შეეხება ბაღის აღმზრდელების ანაზღაურებას, აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და რეორგანიზაციის შედეგად არის საუბრები სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ალბათ თავად მერია გააკეთებს განმარტებებს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics