21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 09:32:31, 3304 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს, 06:00 საათიდან, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

"30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, რათა დღეიდან, მეტროსადგურს მუშაობა შეუფერხებლად გაეგრძელებინა. კერძოდ, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და ქვედა ვესტიბიული გასუფთავდა. შესაბამისად, მგზავრების გადაადგილება სადგურ „ვარკეთილამდე“ ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება", - აცხადებენ მერიაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics