14:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 16:34:56, 2020 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ადამიანის გაგუდვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ჯიხურში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მათივე ცნობით, ი.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ა.ბ.-ს ხელებით და ფეხებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი იგი გაგუდა.

:დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი.ბ.-მ კვალის დამალვის მიზნით გვამს ტანსაცმელი დააყარა, გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 15 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics