21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 14:40:12, 2009 ნახვა

საზოგადოება
იანვარში საქართველოს მასშტაბით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვრის თვეში ქვეყნის მასშტაბით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, დინამიკა მზარდია, თუმცა დაავადებასთან საბრძოლველად მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება.

„2017 წლის მეორე ნახევრიდან და განსაკუთრებით წელს, 2018 წლის დასაწყისში, აღინიშნება წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა. იანვრის თვის განმავლობაში, გუშინდელი რიცხვით ჩვენ გვაქვს წითელას 102 შემთხვევა. 84% ამ შემთხვევებისა ძირითადად დაფიქსირებულია აჭარის რეგიონში და აჭარის რეგიონში უკვე 1 თვეა და მეტი მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას აფეთქების შეკავების მიზნით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას დროული აცრისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics