|
2018-01-30 13:46:19, 2023 ნახვა
კომენტარი
მამუკა კობახიძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩატარებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნა არსებობს
შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორია მამუკა კობახიძის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად არსებული დასკვნისა, საჭიროა დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა. მანვე დასძინა, რომ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "ამბავი დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. 7 ადამიანი იმყოფებოდა ამ დროს ბაქანზე. კიდევ 2 ადამიანზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქვთ დაზიანებები მიღებული. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 2 ადამიანის დაზიანება არის შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. დღეს მეტროსადგური "ვარკეთილი" უკვე დაკეტილია. მატარებლის მოძრაობა მოხდება სამგორი-ახმეტილის მიმართულებით. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დამოუკიდებელი ექსპერტიზა განახორციელებს, როგორც "ახმეტელის" ასევე "ვარკეთილის" მეტროსადგურების შემოწმებას, სადაც ერთიდაიგივე კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვენბი არსებობს, თუმცა ექსპერტების ჩართვა აუცილებელია, რომ დადგინდეს რა იყო ჭერის ჩამონგრევის მიზეზი", - განაცხადა მამუკა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)