07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 18:31:41, 2388 ნახვა

პოლიტიკა
აბესაძე: სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, მორიგი ფარსია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე  „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ  საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება.

აბესაძის თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა დღესაც დასჯადი ქმედებაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს:

,,სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ეს ქმედება დღესაც დასჯადია. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასჯილი მაღალჩინოსანი.

ამის კარგი მაგალითი თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია ბირჟა მაფიის შემთხვევაც.  სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც.  ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას.

ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას ქართული ოცნება კი არ აკეთებს“,-განაცხადა აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics